ისტორია & პარტნიორები 2013 წლის 5 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო პიკნიკის ფარგლებში, განხორციელდა პროექტი – ”რობოტების თამაში”. ”რობოტების თამაში” იყო პირველი მსგავსი ტიპის პროექტი საქართველოსა და მთელს სამხრეთ კავკასიაში. აღნიშნულ ჩემპიონატში, მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა შეარჩია 76 სტუდენტი, რომლებიც 4 კაციან გუნდებად გადანაწილდნენ. პროექტის ფარგლებში მოხდა, სტუდენტების მიერ მომზადებული, დისტანციურად სამართავი რობოტების შეჯიბრება. რობოტები ერთმანეთს სისწრაფეში, მანევრულობასა და გამძლეობაში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. ”რობოტების თამაშს” 5000-მდე მაყურებელი ადევნებდა თვალს. პროექტის თანაორგანიზატორი ”თბილისის მერია” იყო. გენერალური სპონსორი – ”ბაზისბანკი”, ხოლო მედიაპარტნიორი – ”რუსთავი 2”. გამოვლინდა საპრიზო ადგილზე გასული ოთხი გუნდი, აქედან ერთი გამარჯვებული. რომლის წევრებიც ერთი კვირით გაემგზავრნენ ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტში.